ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას – ირაკლი კობახიძე “მთავარი”-ს ჟურნალისტს

970X90

,,თქვენ და პირადად თქვენ არ გულისხმობთ, ტელევიზიას და პარტიას ვგულისხმობ, განაგრძობთ ჯიუტად იმის მტკიცებას, რომ ამერიკის საელჩოში ვიღაცები იყვნენ ჩართულები რაღაც დანაშაულებრივ ქმედებაში – დისკრიმინაციაში, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაში და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ,,მთავარის’’ ამერიკაში მოსამართლეების ტრენინგზე დასწრების შესახებ დასმულ შეკითხვას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა დისკრიმინაციას, რადგან ჯეფერსონის სამშობლოში კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი.

,,ამას თქვენ ჯიუტად ავრცელებთ, იმეორებთ ერთი და იგივე გზავნილს. ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა. მე ჯიუტად ვიმეორებ ერთი და იგივე, რომ ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა ამას. იმიტომ, რომ ეს არის ჯეფერსონის სამშობლო და მათ ძალიან კარგად იციან, რა თმა უნდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი. თქვენ აგრძელებთ ჯიუტად, იმის მტკიცებას, რომ ასეთი რამ იკადრა ამერიკის საელჩოში ვიღაცამ და მე ჯიუტად ვაგრძელებ იმის მტკიცებას, რომ ამას, ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა. ახლა, თქვენთვის მომინდია, იმის განსჯა, რომელი პარტიაა ანტიდასავლური პროპაგანდის მწარმოებელი ამ ქვეყანაში,’’ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

970X90
გაზიარება