Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მზის წყლის გამაცხელებლები და მზის პანელები დაიდგა

მარშალ პრესი 01/08/2024
453596708_874577338058186_3014547316298472806_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები დაინერგა: მზის წყლის გამაცხელებლები და მზის პანელები.

პროექტის მიზანია მაჭახელას დაცულ ტერიტორიაზე უნიკალური ტყეების ეკოსისიტემის დაცვა და ტყის დეგრადაციის რისკის შემცირება, რაც საწვავი შეშის გადაჭარბებული გამოყენებით, კლიმატის ცვლილებითა და გლობალური კრიზისებით არის გამოწვეული.

აღნიშნული პროექტით მაჭახლის ხეობაში მცხოვრებმა 1350 მოქალაქემ ისარგებლა, პროექტი იაპონიის მთავრობის მიერ 594 486 აშშ დოლარით დაფინანსდა.

პროექტის მიმდინარეობას იაპონიის საელჩოს წარმომადგენელი, აჭარის სოფლის მეურნეობის, ხელვაჩაურის მერიის და მედის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

Post navigation

Previous: ვიცით როგორ აქტიურად თანამშრომლობენ, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა. თუმცა საქართველოში, როგორც არასდროს, ისე არის სიტყვის, გამოხატვის და მედია თავისუფლება უზრუნველყოფილი
Next: საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაცხადებულია, არჩევნებამდე ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი, მაგრამ ბოლოს ჩვენი აჯობებს, ყველას მოუწევს ამასთან შეგუება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.