Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს იმის გამო სჯიან, რომ ომში არ ჩავერთეთ თუ რაიმე სხვა მიზეზი აქვთ? სჯობს პირდაპირ დაასახელონ მიზეზი, რადგან დემოკრატიის უკუსვლა ფაქტებით და საერთაშორისო რეიტინგებით არ დასტურდება

მარშალ პრესი 31/07/2024
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან საქართველოსთვის დახმარების შეჩერებაზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, უსამართლოა დემოკრატიის უკუსვლის დაბრალება ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიის ინდიკატორების მიხედვით, საერთაშორისო რეიტინგებში წინ მიიწევს. ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, რომ დახმარების შეჩერება გაუგებარია, რადგან აშშ-ს მიერ დასახელებული მიზეზი ფაქტებით არ დასტურდება. მისი თქმით, უცნობია თუ ვისი დაფინანსება ჩერდება და რას უნდა მოხმარებოდა ეს თანხა.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან უსამართლო შეფასება, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. ამის დასამტკიცებლად, შემიძლია გავიხსენო ბევრი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები საქართველოში დემოკრატიის სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, სადაც საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს ბოლო 12 წლის განმავლობაში.

ეს პროგრესი მდგრადი და მუდმივია. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია მონაცემები, 2012 წლიდან მოყოლებული, 30 – 40 პოზიციით არის დაწინაურებული საქართველო რეიტინგებში ისეთი მაჩვენებლების მიხედვით, როგორიცაა: სამოქალაქო თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტიკური უფლებების დაცვა, კორუფციის კონტროლი, კანონის უზენაესობა, სასამართლოს ეფექტიანობა – როდესაც ასეთი მონაცემები გვაქვს ხელთ, რომელსაც ისევ დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ, ჩემთვის გაუგებარია რას ეყრდნობა ბლინკენის განცხადება, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა.

გაუგებარია, როდესაც ობიექტური ექსპერტები აღნიშნავენ საქართველოს წინსვლას, ბლინკენი კი, თავისი არასამართლიანი განცხადებებით საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე მიუთითებს. ამბობენ, რომ სახელმწიფოს უზღუდავენ დახმარებას, რაც სრულიად გაუგებარია. რა გამოდის, რისთვის სჯიან საქართველოს? დემოკრატიის უკუსვლისთვის? დადასტურებულად ამის თქმა არ შეუძლიათ. აბა რისთვის? იმის გამო, რომ ომში არ ჩავერთეთ თუ რაიმე სხვა მიზეზი აქვთ? ალბათ, ჯობია პირდაპირ დაასახელონ მიზეზი იმიტომ, რომ როგორც თავად აცხადებენ, დემოკრატიის უკუსვლა ფაქტებით და საერთაშორისო რეიტინგებით არ დასტურდება. გარდა ამისა, საკითხავია მეორე მომენტი – ეს დახმარება სად და ვისკენ მიემართება?

არასამთავრობო სექტორისკენ და მათ უზღუდავენ ამ დაფინანსებას, რომელიც არაგამჭვირვალეა და აქამდე არ ვიცოდით როგორ იხარჯებოდა? და ახლა იმიტომ აღარ აპირებენ დაფინანსებას, რომ რაღაც არ მოეწონათ მათ ქმედებაში თუ რას უნდა მოაკლონ ეს დახმარება? ამ დეტალებს როგორც კი გავარკვევთ, ალბათ უფრო მეტის თქმა შეგვეძლება ბლინკენის განცხადების შესაფასებლად,“- აღნიშნა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: მინდა, მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა, ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ფინალის ყურება
Next: ბაკურციხე-წნორის ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, სამჯერ შეამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.