Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

მინდა, მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა, ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ფინალის ყურება

მარშალ პრესი 31/07/2024
irakli kobakhidze

მინდა, მოგილოცოთ ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა, ძალიან ამაღელვებელი იყო ამ ფინალის ყურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლაშა ბექაური რამდენიმე დღის წინ გახდა 24 წლის და ამ ასაკში ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონობა არის წარმოუდგენელი წარმატება.

„ახალგაზრდა კაცი, კახელი კაცი, ქიზიყელი, ძალიან მაგარი ქართველი კაცი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რაც არის წარმოუდგენელი წარმატება. მინდა, მივულოცო ლაშას და თითოეულ თქვენგანს ეს არაჩვეულებრივი გამარჯვება. ასევე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე დღის წინ გახდა ლაშა ბექაური 24 წლის და ამ ასაკში ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონობა არის რაღაც წარმოუდგენელი წარმატება. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას ამ წარმატებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ვიცე-ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მიულოცა ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს.

„ასევე მინდა, ტატო გრიგალაშვილს კიდევ ერთხელ მივულოცო გუშინდელი წარმატება. ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონობა. ტატომ გატეხა გუშინ ნავსი, მან აიღო პირველი მედალი და დღევანდელი წარმატებისთვის ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მადლობა ბიჭებს, მადლობა ამ არაჩვეულებრივი გამარჯვებისთვის და სიამაყის განცდისთვის, რომელიც მათ მოგვანიჭეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიური ჩემპიონია
Next: საქართველოს იმის გამო სჯიან, რომ ომში არ ჩავერთეთ თუ რაიმე სხვა მიზეზი აქვთ? სჯობს პირდაპირ დაასახელონ მიზეზი, რადგან დემოკრატიის უკუსვლა ფაქტებით და საერთაშორისო რეიტინგებით არ დასტურდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025