Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები

მარშალ პრესი 31/07/2024
irakli kobakhidze2

ჩვენ თავიდან ბოლომდე მზად ვართ იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ვართ თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა.

თქვენ იცით, რომ გასული 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში, შესაბამისად, ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისთვის და მთავარია, რომ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. როგორც კი გადმოიდგმევა შემხვედრი ნაბიჯები, მაშინვე მოხდება გარდატეხა ამ ურთიერთობებში. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ივლისი-აგვისტო ვფიქრობთ, რომ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე, რათა თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა
Next: აშშ-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „მეგობარი აქტი“ პირდაპირი ფორმით შეიცავს შანტაჟს, ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.