Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ივლისი-აგვისტო ვფიქრობთ, რომ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე, რათა თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა

მარშალ პრესი 31/07/2024
irakli kobakhidze

ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისა და მოხარულები ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი დავხურეთ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით,– ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასული 3 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7 % და ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც.

„გასული 3 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7 %. ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც, წლევანდელი მაჩვენებელი არის 9 %.

ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

ივლისი-აგვისტო ვფიქრობთ, რომ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძემ ტატო გრიგალაშვილს ვერცხლის მედალი მიულოცა – დიდი იმედი მაქვს, პარიზის ოლიმპიადაზე შემდეგი დღეების განმავლობაში მეტი და მეტი მედალი წამოვა საქართველოსკენ
Next: ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.