Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის – ამ კუთხით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა

მარშალ პრესი 31/07/2024
irakli kobakhidze

ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კუთხით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.

„როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ჩინელი ინვესტორების მოზიდვაზე ანაკლიის პროექტისთვის, მე მაშინ არ მახსენდება ასეთი განცხადებები. რაც შეეხება ჩვენს ხედვას – ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის. 

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღიდგინოს, იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ფუნქცია შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური თანამშრომლობა, როგორც დასავლეთის, ასევე, აღმოსავლეთის მიმართულებით.

ამ კუთხით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩინურ ტვირთებზე იქნება ძირითადად დამოკიდებული ამ პორტის ეფექტიანი ფუნქციონირება“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის ,,მოსწავლეთა სტიპენდიის” ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა
Next: ყველა საერთაშორისო ინდექსი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.