Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო ინტენსიურად და კრეატიულად დაამკვიდრებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში იმ დისკურსს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უფრო გაუადვილდება შეასრულოს გაცემული დაპირება

მარშალ პრესი 25/07/2024
zaal anjaparidze

“მძიმე დღეშია „ნაცმოძრაობა“ – ვერ ჩამოყალიბებულა საბოლოოდ რა სახით და სახელით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე. ჯერ დისკრედიტირებულ პარტიულ ბრენდზე უარი თქვეს და „ერთიანობა – 5“ დაირქვეს., შემდეგ ეტყობა ვიღაცამ (მიხვდით ვინ!) კარგად შემოსცხო და „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ ბანერზე ისევ დააბრუნეს”- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, “ნაციონალური მოძრაობის” და მისი წიაღიდან აღმოცენებული პირთა გაერთიანების სახით გვყავს „ნაცმოძრაობა -1“ და „ნაცმოძრაობა-2.“ ორივეს ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავთ და რა თქმა უნდა, არჩევნებზე ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და სწორედ ასე მოკლავენ ერთმანეთს.

მისივე თქმით, ასეთ სიტუაციაში „ქართულ ოცნებას“ ისღა დარჩენია, შეახსენოს საზოგადოებას თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ „ნაცმოძრაობა -1“ და „ნაცმოძრაობა-2.“

“მძიმე დღეშია „ნაცმოძრაობა“ – ვერ ჩამოყალიბებულა საბოლოოდ რა სახით და სახელით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე. ჯერ დისკრედიტირებულ პარტიულ ბრენდზე უარი თქვეს და „ერთიანობა – 5“ დაირქვეს., შემდეგ ეტყობა ვიღაცამ (მიხვდით ვინ!) კარგად შემოსცხო და „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ ბანერზე ისევ დააბრუნეს. მიუხედავად იმისა რამდენმა GEN-Z განაცხადებს, რომ მაშინ პატარა ვიყავი და არ მახსოვს, სააკაშვილის დროს რა ხდებოდაო. ფართო საზოგადოების მეხსიერება ნაცმოძრაობის „9 წელზე“ ყველაფერს ინახავს და არჩევნებზე ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება.

იცით რა არის ფრატრიციდი (Fratricide)? ეს არის როდესაც ორი ძმა ერთმანეთს კლავს. ზუსტად ეს ემართება დღეს ენმ-ს და მისი წიაღიდან აღმოცენებული პირთა შექმნილი პარტიუკების გაერთიანებას. დღეს მათი სახით გვყავს „ნაცმოძრაობა -1“ და „ნაცმოძრაობა-2.“ ორივეს ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავთ და რა თქმა უნდა არჩევნებზე ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და სწორედ ასე მოკლავენ ერთმანეთს.

ასეთ სიტუაციაში „ქართულ ოცნებას“ ისღა დარჩენია, რომ ხშირ-ხშირად შეახსენოს საზოგადოებას თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ „ნაცმოძრაობა -1“ და „ნაცმოძრაობა-2.“ ამის გაკეთების ფართო საშუალებები გააჩნიათ – დეტალებში არ შევალ – გამგები გაიგებს.

და რაც უფრო ინტენსიურად და რაც მთავარია კრეატიულად დაამკვიდრებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში იმ დისკურსს, რომ „ნაცმოძრაობა“ იყო და არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, მით უფრო გაუადვილდება შეასრულოს, რომ იტყვიან უმაღლეს დონეზე გაცემული დაპირება – არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ნაცმოძრაობის“ გარდუვალ გასამართლებაზე.”- წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას
Next: ირაკლი კობახიძე პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025