Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას

მარშალ პრესი 25/07/2024
mikheil kavelashvili

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საფრთხეზე საუბრობს და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წერილის კომენტირებისას განაცხადა, უცხოური ძალების მხრიდან ამ მიმართულებით ძალისხმევა შენელებული არ არის. მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების თემა, კერძოდ მისი წინასწარ გაყალბებულად გამოცხადება, იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.

„ომი უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რა თქმა უნდა [უცხოური ძალების მხრიდან], არის ინტერესი საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ეს ხელისუფლება იცავს მშვიდობას. საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას. საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ ეს ძალისხმევა არ შენელებულა და გამოიჩინონ სიფრთხილე. ეს ყველაფერი ეხება არჩევნების თემას, რადგან გადაწყვიტეს, რომ წინასწარ გაყალბებებზე საუბრით ძალადობრივი გზებით შეცვალონ არჩევნების შედეგები, რათა როგორმე მოხდეს მოქმედი ხელისუფლების ცვლილება,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ კი არ უნდათ, რომ ქვეყნის განვითარება სურთ, მათი სურვილია გარე ძალების დავალებას უსიტყვოდ მოაწერონ ხელი და მეორე დღესვე ჩართონ ქვეყანა ომში
Next: რაც უფრო ინტენსიურად და კრეატიულად დაამკვიდრებს „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში იმ დისკურსს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, უფრო გაუადვილდება შეასრულოს გაცემული დაპირება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025