Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ისეთი მიამიტია ვინმე ამ ქვეყანაში, რომ „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის განსხვავებას ხედავს, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკები ასეთ ადამიანს

მარშალ პრესი 23/07/2024
mamuka mdinaradze

თუ ისეთი მიამიტია ვინმე ამ ქვეყანაში, რომ „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის განსხვავებას ხედავს, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკები ასეთ ადამიანს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის აზრით, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ „ლელოს“ პიარს დღეს ჯერემი როზნერი ხელმძღვანელობს, რომელიც წარსულში „ნაცმოძრაობის“ პიარ-სტრატეგიაზე ზრუნავდა.

„ნაცმოძრაობის“ რეკეტიორები და თაღლითები, რომლებზეც სასამართლომ თქვა, რომ თაღლითები არიან, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ თაღლითობდნენ და მათ უმაგრებდნენ ზურგს თავიანთი რეკეტითა და თაღლითობით, რით განსხვავდებიან, თუ უარესები არ არიან „ნაცებზე“? ამაზე ვერცერთი ადამიანი ვერ მიპასუხებს. როზნერი როცა თავის დროზე დავალებით ჩამოვიდა და პიარს უკეთებდა „ნაცმოძრაობას“, ესეც ცნობილი იყო ჩვენთვის და ახლაც, როდესაც ის პიარს უკეთებს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ დანაყოფს – „ლელოს“ ესეც ცნობილი ხდება და გასაკვირი ამაში არაფერია“, – განაცხადა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ყველამ იცოდა, რომ საქმე მიდიოდა ტერორიზმის მუხლით. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს, ეს მინიმუმ ძალიან საეჭვო არ არის?
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025