Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველამ იცოდა, რომ საქმე მიდიოდა ტერორიზმის მუხლით. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს, ეს მინიმუმ ძალიან საეჭვო არ არის?

მარშალ პრესი 23/07/2024
mamuka mdinaradze

ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თავიდანვე ცნობილი იყო რადიკალებისთვის, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული, თუმცა ისინი ამას გულდასმით მალავდნენ, რაც კონკრეტულ ეჭვებს ბადებს.

„ერთი წამით დავუშვათ, რომ სანამ გამოკითხვაზე მივიდოდნენ არ იცოდნენ, რომელიმე მოწმე არ იყო საქმის კურსში, გამოკითხვიდან გამოსულებმა ხომ უკვე ყველამ იცოდა, რომ მიდიოდა საქმე ტერორიზმის მუხლით. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს, მინიმუმ ძალიან საეჭვო არ არის? ამაში გაიშიფრნენ, ყველა საქმის კურსში იყო რაში იყო საქმე, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის და ოცნების სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას და ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებას. მაინც და მაინც ტერორიზმის მუხლს არ ახსენებდნენ. გაუთქმელობა ტერორიზმის მუხლს ეხებოდა და შეთქმულებას არა? ეს რანაირი არგუმენტია? ტელევიზიების ნარატივები ნახეთ, მხოლოდ შეთქმულებაზე ლაპარაკობდნენ და როცა გამოჩნდა, რომ ტერორიზმის მუხლიც იყო, მერე დაიწყეს ამაზე საუბარი. სუსმა დაადასტურა ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლიც“, – განაცხადა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ნუ დაივიწყებთ, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრებიდან რამდენიმე აქტიურად იმუქრებოდა საქართველოში ტანკებით შემოსვლითა და გადატრიალებით
Next: თუ ისეთი მიამიტია ვინმე ამ ქვეყანაში, რომ „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის განსხვავებას ხედავს, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკები ასეთ ადამიანს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025