Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს

მარშალ პრესი 23/07/2024
davit chikhelidze

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოკითხული გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

ჩიხელიძის თქმით, ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის, რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს.

„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადებას და სახელმწიფო გადატრიალების ეხება. ოპოზიციური არხები, ოპოზიცია და გამოკითხული პირები თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მალავდნენ, რომ საქმე ტერორიზმის მუხლით იყო აღძრული. ახლა კი ირკვევა, რომ ტერორისტული აქტი მზადდებოდა როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ. მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ რადგან ოპოზიციური მედია დუმს, ეს ნიშნავს რომ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეს, ოპოზიციასთან მჭიდრო კავშირი აქვს…..

ვხედავთ სასოწარკვეთილ ოპოზიციას, რომელმაც იცის რომ არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერა არ აქვს და ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ყველაფერზე მიდის, მათ შორის არ არიდებს ტერორისტულ თუ რევოლუციურ სცენარს“, – წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: დღევანდელი ოპოზიცია და მათი პარტიული ტელევიზიები ყველაფერზე რომ არიან წამსვლელები არახალია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა ყველა ნიშნულს სცდება – მოწმენი ვართ გლობალური ტერორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოაღწია
Next: ასე ებრძვიან ყველას ვინც იცავს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ვისთვისაც მთავარი ღირებულება არის ღმერთი, სამშობლო, ოჯახი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.