Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა – პრემიერი

მარშალ პრესი 22/07/2024
irakli kobakhidze

სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.

პრემიერის თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს სამართლებრივი თვალსაზრისით  პერსპექტივა ვერ ექნება.

„მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი. რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: იუსტიციის სახლი არის თითოეული ადამიანისთვის ის ადგილია, სადაც მან უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მისი სახლია – რატი ბრეგაძე
Next: ხაშურელებისთვის დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, გაიხსნა ხაშურის იუსტიციის სახლი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025