Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის სახლი არის თითოეული ადამიანისთვის ის ადგილია, სადაც მან უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მისი სახლია – რატი ბრეგაძე

მარშალ პრესი 22/07/2024
jh

ყოველი ახალი იუსტიციის სახლი, ეს არის მეტი ადამიანის განხორციელებული უფლება და მეტი დასაქმების ადგილი, რაც მეტ განვითარებას გულისხმობს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხაშურში იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„იუსტიციის სახლი არის თითოეული ადამიანისთვის ის ადგილია, სადაც მან უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მისი სახლია და შეუძლია ქართულ სახელმწიფოს დაეყრდნოს. ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ სიახლეებზე და ყოველდღიურ რეჟიმში ინერგება სიახლეები. ჩვენგან მარცხენა მხარეს არის ამის დასტური, ესაა მობილური იუსტიციის სახლი, რომელმაც შესაძლებელი გახადა, რომ მოქალაქეებს არამხოლოდ იუსტიციის სახლებში, არამედ ადგილზე, ფაქტობრივად საკუთარ სახლის ჭიშკართან მივაწოდოთ ყველა ის მომსახურება, რომელსაც ადამიანები იუსტიციის სახლებში მიღებენ. იუსტიციის სახლები ყოველდღიურად დაახლოებით 20 000 ადამიანს ემსახურება და მე მოხარული და ამაყი ვარ, რომ მრავალი საერთაშორისო გამოკითხვის შედეგად მოქალაქეთა კმაყოფილება არის 95%-ზე მეტი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

Post navigation

Previous: ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან ძალით ჩახსნეს, რომ დემოკრატების რეპუტაცია და ნეოლიბერალური აბსურდი სულ მთლად არ ჩაიყოლოს პოლიტიკურ სამარეში
Next: სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა – პრემიერი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.