Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც “ქართული დემოკრატიის უკუსვლით” იყო იმედგაცრუებული, ამერიკაში უცხოელ აგენტად გამოცხადდა, ასე ნაწილ-ნაწილ ინგრევა მითი – დემოკრატიისა და ცივილიზაციის უმაღლეს პედესტალზე

მარშალ პრესი 20/07/2024
zurab kadagidze

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც “ქართული დემოკრატიის უკუსვლით” იყო იმედგაცრუებული, ამერიკაში უცხოელ აგენტად გამოცხადდა. სასამართლომ სენატორი ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.”- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, ამიტომაცაა, რომ ქართული პრივილეგირებული “NGO-სექტორი”, რომელიც სრულად ექვემდებარება გლობალურ კონიუნქტურას, ჩვეულებრივი გავლენის აგენტები არიან, ნეო-ლიბერალურ წესრიგში და ასე, თავგამოდებით იცავენ პატრონები.

“ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც “ქართული დემოკრატიის უკუსვლით” იყო იმედგაცრუებული, ამერიკაში უცხოელ აგენტად გამოცხადდა. სასამართლომ სენატორი ქრთამის აღების ფაქტზე 16 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. “

ასე ნაწილ-ნაწილ ინგრევა მითი – დემოკრატიისა და ცივილიზაციის უმაღლეს პედესტალზე.
სენატორი ბრალის წარდგენამდე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი იყო.

წარმოვიდგინოთ მასშტაბი – ამერიკის საგარეო ურთიერთობების უმაღლესი საკანონმდებლო ინსტანცია, ეგვიპტის მთავრობას ემსახურებოდა, მენენდესის ხელმძღვანელობისას…

ამიტომაცაა, რომ ქართული პრივილეგირებული “NGO-სექტორი”, რომელიც სრულად ექვემდებარება გლობალურ კონიუნქტურას, ჩვეულებრივი გავლენის აგენტები არიან, ნეო-ლიბერალურ წესრიგში და ასე, თავგამოდებით იცავენ პატრონები.

ლომჯარიას რა უნდა მოსთხოვო, რომ უცხო ფულს ნუ იყენებ, შენი ქვეყნის საზიანოდო, როცა აშშ-ს სენატის მაღალჩინოსანი, სხვა ქვეყანას ემსახურებოდა?!

არ ვიცი ტრამპი რას უშველის ამერიკას, თუმცა ქართული პოლიტიკა, რომ აუცილებლად გასაწმენდია პარაზიტების, პოლიტიკანებისა და აგენტებისგან, ეგ ეგზისტენციალური საკითხი ნამდვილად ჩვენი მოსაგვარებელია!”- წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: თუ უცხო ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობდა და თანაც ნიკანორ მელიას ციხიდან გამოშვებაზე ვენებს იჭრიდა, რა გარანტია გვაქვს, რომ ნიკანორმა და მისმა მშობლიურმა “ნაცპარტიამ” სისხლიანი მმართველობისას მოპარული თანხები, ამ აწ უკვე ოფიციალურად ცნობილ დამნაშავეს არ გადაუხადა?!
Next: მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბახმაროში ,,მთის დღეები” იმართება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025