Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საქართველოს უნდა მიეცეს ძალიან მკაფიო გზა, საგზაო რუკა იმისათვის რომ ალიანსში გავწევრიანდეთ

მარშალ პრესი 29/05/2022
გიორგი ხელაშვილი

​საქართველოს უნდა მიეცეს ძალიან მკაფიო გზა, საგზაო რუკა იმისათვის რომ ჩვენ ალიანსში გავწევრიანდეთ, – ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა განაცხადა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს პოზიციაზე ისაუბრა.

„ჩვენი პოზიცია ნატოს მადრიდის სამიტზე იქნება უპირველესად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ნატოს მხრიდან. ეს არის ჩვენი სათხოვარი პოზიცია ყველა დელეგაციასთან ნატოს ცენტრალურ სტრუქტურებში. საქართველოს უნდა მიეცეს ძალიან მკაფიო გზა, საგზაო რუკა იმისათვის რომ ჩვენ ალიანსში გავწევრიანდეთ. ახლა ნებისმიერი უკან დახევა, ნებისმიერი ყოყმანი საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება არასწორად იყოს გაგებული რუსეთის მიერ, რაც არასასურველია არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ხელაშვილმა.

ლიეტუვაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე კანონმდებლები რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და პარტნიორების დახმარებაზე მსჯელობენ. ვილნიუსში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

Post navigation

Previous: ირაკლი ბერაია: გვაქვს მოლოდინი, რომ მოკავშირეების პოზიცია სათანადოდ იქნება ასახული მადრიდის სამიტის კომუნიკეში, ასევე ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში
Next: კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ბუქარესტს ეწვევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.