Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: გვაქვს მოლოდინი, რომ მოკავშირეების პოზიცია სათანადოდ იქნება ასახული მადრიდის სამიტის კომუნიკეში, ასევე ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში

მარშალ პრესი 29/05/2022
ირაკლი ბერაია

გვაქვს მოლოდინი, რომ მოკავშირეების პოზიცია სათანადოდ იქნება ასახული მადრიდის სამიტის კომუნიკეში, ასევე ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, – ამის შესახებ ვილნიუსში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნების დელეგაციებთან. შევხვდით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუმინეთის, ფინეთისა და სხვა მოკავშირე ქვეყნების დელეგაციებს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა და მთავარი გზავნილია ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობა. ვსაუბრობთ ამ გადაწყვეტილების გადაუდებლობაზე, რეგიონში მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცედ უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებასა და არიან ურყევი საკუთარ მხარდაჭერაში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოკავშირეების პოზიცია სათანადოდ იქნება ასახული მადრიდის სამიტის კომუნიკეში, ასევე ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში. კერძოდ, გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ ხაზგასმით იქნება აღნიშნული ნატოს ღია კარის პოლიტიკა, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულება, საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერება მედეგობის განმტკიცებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით და განსაზღვრული იქნება ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის გადასადგმელი ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ლიეტუვაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე კანონმდებლები რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და პარტნიორების დახმარებაზე მსჯელობენ. ვილნიუსში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

Post navigation

Previous: ზელენსკი: ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას – ოკუპანტებს შანსი არ აქვთ, ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ
Next: გიორგი ხელაშვილი: საქართველოს უნდა მიეცეს ძალიან მკაფიო გზა, საგზაო რუკა იმისათვის რომ ალიანსში გავწევრიანდეთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.