Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს სამიტი და მასში საქართველოს ასეთი აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის გლობალური მნიშვნელობის როლის ზრდას

მარშალ პრესი 19/07/2024
436616807_3319062048399090_5421866627409797649_n

ლონდონში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება მომავალში უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არაერთხელ იქნება მსგავსი სამიტის მონაწილე. ეკა სეფაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ქვეყნის აქტიური პოზიციონირება განაპირობებს იმას, რომ საქართველო გახდება გლობალური მნიშვნელობის გადაწყვეტილებების აქტიური მონაწილე.

„ეს სამიტი და მასში საქართველოს ასეთი აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის გლობალური მნიშვნელობის როლის ზრდას, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენს ქვეყანაში არსებული მშვიდობა და სტაბილურობა იძლევა იმის გარანტიას, რომ საქართველომ ასეთი მნიშვნელობის სამიტებში მიიღოს მონაწილეობა და ხელი შეუწყოს გლობალური ეკონომიკის ურთიერთდაკავშირებულობის ზრდას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: წინა ხელისუფლების პირობებში ამნისტია პირდაპირი გაგებით ნიშნავდა სიკვდილისგან თავის დაღწევას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას
Next: ორიგი 40-დღიანი გლოვა ქართული პოლიტიკური სექტანტების რიგებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025