Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

წინა ხელისუფლების პირობებში ამნისტია პირდაპირი გაგებით ნიშნავდა სიკვდილისგან თავის დაღწევას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას

მარშალ პრესი 19/07/2024
GURAM MACHARASHVILI

ამნისტიის აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ამნისტიის პროექტის განხილვა მოეწყო. პარლამენტში განსახილველად შესული პროექტი დამტკიცების შემთხვევაში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ დაახლოებით 7 ათასამდე პირს შეეხება. როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, მოქმედმა ხელისუფლებამ კარგად იცის რას ნიშნავს პატიმრის უფლებები, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამნისტიის შედეგად პატიმართა მასობრივმა გათავისუფლებამ არ გამოიწვიოს კრიმინალის ზრდა, რასაც ბუნებრივად მოჰყვება საზოგადოების უკმაყოფილება. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია ბალანსის დაცვა. „მინდა მივმართო საზოგადოებას, განსაკუთრებით პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს.

რა თქმა უნდა, ესაა ის ხელისუფლება, რომელმაც ზუსტად იცის რას ნიშნავს პატიმრის უფლება. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამნისტიის პროექტი ნიშნავს ამ ადამიანების რეალურ რესოციალიზაციას. წინა ხელისუფლების პირობებში ამნისტია პირდაპირი გაგებით ნიშნავდა სიკვდილისგან თავის დაღწევას, სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. დღეს კი, ის ადამიანები, რომლებიც სასჯელს იხდიან და რომელთაც შეეხებათ ამნისტიის აქტი, რესოციალიზაციის პროცესში ერთვებიან. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს პატიმრის უფლება და ვიცით როგორ ხდება ეს იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც პატიმართა რაოდენობის კუთხით დაცულია ბალანსი.

ის, რომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება ნაკლები პატიმარი გვყავდეს, რეალობაა ( სისხლის სამართლის პოლიტიკა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის ჰუმანური), მაგრამ ამავდროულად უნდა იყოს დაცული ბალანსი, რადგან სახელმწიფო პატიმრის უფლებების დაცვასთან ერთად იმაზეცაა პასუხისმგებელი, რომ ამნისტიის მასობრივად გავრცელების გამო არ იმატოს კრიმინალმა. ამ შემთხვევაში, საზოგადოების მეორე ნაწილს ბუნებრივად ექნება პრეტენზია კრიმინალის ზრდის გამო და ესეც გასათვალისწინებელია. ამიტომ, ამ საკითხს ჩვენ დეტალურად კიდევ ერთხელ განვიხილავთ. რა თქმა უნდა, შესაბამისი კონსულტაციების საფუძველზე ცვლილებები შეიძლება იყოს, თუმცა, არსი ის არის, რომ ბალანსი დავიცვათ – ერთი მხრივ პატიმრების გათავისუფლებას და მეორე მხრივ, კრიმინალის გაზრდისგან დაცვას შორის,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი გამორჩეულია, რეიტინგში 69 ადგილით დავწინაურდით და მოჩვენებითი დემოკრატიიდან, ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად ვიქეცით
Next: ეს სამიტი და მასში საქართველოს ასეთი აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის გლობალური მნიშვნელობის როლის ზრდას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025