Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა საერთაშორისო წარმომადგენლობები, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა

მარშალ პრესი 19/07/2024
zaal anjaparidze

ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მრავალი წელი მქონდა ურთიერთობები საერთაშორისო წარმომადგენლობებთან, ვამჩნევდი ამ დამოკიდებულებას და ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა ისინი, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას – “რატომღაც ყველა თვლის, რომ ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში, საქართველოზე უნდა ილაპარაკოს.”

ექსპერტის თქმით, ეს პროცესი დიდი ხანია დაიწყო და მსგავსი დამოკიდებულება წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ საერთაშორისო წარმომადგენლობებს არ სურთ იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რომელიც თავად შეიქმნეს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის დახმარებით.

“ეს პროცესი არ დაწყებულა არც გუშინ და არც გუშინწინ, წლობით ყალიბდებოდა ეს დამოკიდებულება. ჩემი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მრავალი წელი მქონდა ურთიერთობები საერთაშორისო წარმომადგენლობებთან, ვამჩნევდი ამ დამოკიდებულებას და ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა ისინი, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა.

ამის მიზეზი ჩემი აზრით, არის ის რომ ამ ხალხს არ სურთ იმ “კომფორტის ზონიდან” გამოსვლა, რომელიც ამ საკითხზე თავად შეიქმნეს, რა თქმა უნდა, აქაური ენჯეოების დახმარებითაც.
უნივერსალური პრინციპი: ხელი ხელს ბანს ორივე ერთად კი პირს, ყველგან და ყოველთვის მოქმედებს.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: საქართველო ვითარდება და ღირსეულად უახლოვდება ევროპულ ოჯახს
Next: 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი გამორჩეულია, რეიტინგში 69 ადგილით დავწინაურდით და მოჩვენებითი დემოკრატიიდან, ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად ვიქეცით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025