Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

საქართველო ვითარდება და ღირსეულად უახლოვდება ევროპულ ოჯახს

მარშალ პრესი 19/07/2024
nino pochkhua

დღე არ გავა ისე, რომ საერთაშორისო კვლევებში საქართველო არ დაფიქსირდეს სხვადასხვა ინდექსით მოწინავე პოზიციებზე. ახლაც ასე მოხდა, გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებლის “დემოკრატიის მრავალფეროვნების” გამოქვეყნებული პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით, ვინმემ უნდა გააგებინოს სალომე ზურაბიშვილს და მის კალთას ამოფარებულ ოპოზიციას სიმართლე და ურჩიონ დაბრუნდნენ რეალურ სივრცეში, მათი სიცრუეზე აგებული საარჩევნო კამპანია აღარ მუშაობს, საქართველო ვითარდება, მისი წინსვლა ხელის გულზე დევს და ღირსეულად უახლოვდება ევროპულ ოჯახს.

„დღე არ გავა ისე, რომ საერთაშორისო კვლევებში საქართველო არ დაფიქსირდეს სხვადასხვა ინდექსით მოწინავე პოზიციებზე. ახლაც ასე მოხდა, გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებლის “დემოკრატიის მრავალფეროვნების” გამოქვეყნებული პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე დაწინაურდა.
რას ნიშნავს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი, მარტივად რომ ავხსნათ, ეს არის სარგებლობენ თუ არა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები სამოქალაქო თავისუფლებით თუ ზოგიერთი უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია.
იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ 2023 წლის შედეგებით საქართველო ბევრად უსწრებს ნატოს და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას.
იქნებ გააგებინოს ვინმემ სალომე ზურაბიშვილს და მის კალთას ამოფარებულ ოპოზიციას სიმართლე და ურჩიონ დაბრუნდნენ რეალურ სივრცეში, მათი სიცრუეზე აგებული საარჩევნო კამპანია აღარ მუშაობს, საქართველო ვითარდება, მისი წინსვლა ხელის გულზე დევს და ღირსეულად უახლოვდება ევროპულ ოჯახს“, – წერს ფოჩხუა.

Continue Reading

Previous: ბევრმა მადლობაც გვითხრა სწორედ მოიქეცით, რომ არ აგვყევითო. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გვითხრა, რომ თავიდან კი ვითხოვდით სანქციებს, მაგრამ ახლა აღარ ვითხოვთო
Next: პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ჩემი ყველა მცდელობა დამერწმუნებინა საერთაშორისო წარმომადგენლობები, რომ ქართველებზე და საქართველოზე წარმოდგენები გაეფართოებინათ ენჯეო სექტორს მიღმაც, წარუმატებელი იყო, მცირე გამონაკლისის გარდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025