Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმა იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მმართველობა გამორიცხავს ექსპროპრიაციის დავებს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ საქართველოში აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი

მარშალ პრესი 18/07/2024
tamta megrelishvili

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში არის კიდევ ერთი დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას “ნაც მოძრაობა” თავად იყო კანონი, სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა და ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, პატიმართა გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი ხელისუფლებაში მყოფი ჯალათების მთავარი ხელწერა იყო, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა.

მეგრელიშვილის თქმით, ანგარიშში ხაზგასმა იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მმართველობა გამორიცხავს ექსპროპრიაციის დავებს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ საქართველოში აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში არის კიდევ ერთი დოკუმენტური დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას “ნაც მოძრაობა” თავად იყო კანონი, სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა და ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, პატიმართა გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი ხელისუფლებაში მყოფი ჯალათების მთავარი ხელწერა იყო.
წარმოდგენილი ანგარიში პირდაპირ ამხელს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს როცა ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო

გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებით ხდებოდა. ეს კარგად ვიცით ჩვენ და ახლა უკვე ამას ამტკიცებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშიც.
სისხლიანი რეჟიმის “ქართული ოცნებით” ჩანაცვლებით მხოლოდ წართმეული ქონების დასაბრუნებლად 22000 მოთხოვნა დაიწერა.

ანგარიშში ხაზგასმა იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მმართველობა გამორიცხავს ექსპროპრიაციის დავებს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ საქართველოში აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი. თვისობრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობის ხარისხი და ამ ძალამ ადამიანის ინტერესებზე, მათ უფლებებზე მორგებული მმართველობითი სისტემა შექმნა. წარმატებები “ქართულ ოცნებას” და ჩვენს ქართულ სახელმწიფოს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან
Next: დღეს ქონების წართმევის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება , მაგრამ მაინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებთ და სადამსჯელო ზომებით ემუქრებით, ეს რითია გამოწვეული

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025