Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან

მარშალ პრესი 18/07/2024
irakli kobakhidze

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს.

პრემიერის თქმით, ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს გაუზიარებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით.

„დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა. უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. რა თქმა უნდა, გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.

„ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისთვის იქნება ძალიან საინტერესო. შავი ზღვის რეგიონისთვის კონკრეტულად იქნება ძალიან საინტერესო. მათ შორის, კონკრეტულ პროექტებზეც გვექნება საუბარი ევროპელ პარტნიორებთან.

ორმხრივ ფორმატში გვექნება კოლეგებთან საუბრის საშუალება. ვისაუბრებთ ყველა თემაზე, მათ შორის, ყველა პოლიტიკურ თემაზე და გაფართოებაც იქნება საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ” (NSA) მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ბაიდენის გარემოცვას ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან აკავშირებს
Next: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმა იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მმართველობა გამორიცხავს ექსპროპრიაციის დავებს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ საქართველოში აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა, გაუპატიურება, ქონების ჩამორთმევა, ბიზნესის რეკეტი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025