Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო

მარშალ პრესი 18/07/2024
davit chikhelidze

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო. დიახ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა ძალადობრივი სისტემა, რომელმაც მოკლა ბიზნესი (არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე) და გააღარიბა ადამიანები, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია ისიც, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია და ამ მხრივ რეგიონში ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა.

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში ბიზნესის რეკეტი და ქონების იძულებით ჩამორთმევა ნორმირებული ქმედება იყო.

დიახ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა ძალადობრივი სისტემა, რომელმაც მოკლა ბიზნესი (არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე) და გააღარიბა ადამიანები, დღეს კი სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს, ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა არის, ბოლო რამდენიმე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც ევროპისთვის უპრეცედენტო შედეგია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით წერია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ პირობები კარგია, სხვა რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ხელსაყრელია, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი რეგიონში, ქვეყანა მაღალ საფეხურზეა, ანგარიშში ასევე დადებითად არის მოხსენიებული ანაკლიის პორტის და თბილისის ახალი აეროპორტის აშენების საკითხი, რომელიც ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გაცნობის შემდეგ, გაუგებარი ხდება, ცალკეული სპიკერების მიერ საქართველოს კრიტიკა, რაც როგორც ჩანს პერსონალური შეხედულებაა და არა ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია.” – წერს ჩიხელიძე.

Continue Reading

Previous: გიორგი უშიკიშვილი “ლელო”-ს, ანა დოლიძის და მოძრაობა “თავისუფლების მოედნის” პოლიტიკური ერთობის წევრი გახდა
Next: საქართველოს მოსახლეობავ, ხომ ხედავთ, თუ დავდგებით მტკიცედ და მყარად ისე, როგორც დგას საქართველოს ხელისუფლება, ყველა – მტერიც და მოყვარეც ანგარიშს გაგვიწევს, როგორც ამ შემთხვევაში!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025