Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას ევროკავშირის წევრობის ალტერნატივა არ სჭირდება

მარშალ პრესი 29/05/2022
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინისთვის მიუღებელია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული ვარიანტი „ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივის“ შესახებ, – წერს უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც მაკრონის შეთავაზებას ეხებოდა, ზელენსკიმ თქვა: „არა, არ მგონია, რომ ეს მისაღებია. ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ ამ ქვეყნებისგან მხოლოდ მხარდაჭერა გვჭირდება, ჩვენ არ გვინდა ალტერნატივა“.

მან დასძინა, რომ ასეთი ინიციატივა ჰოლანდიისა და გერმანიის ლიდერებსაც ჰქონდათ.

„ვფიქრობ, მათ აქვთ საკუთარი ვარაუდები ამის შესახებ, ეს მათი საერთო ვარაუდია. ჩვენ ეს არ გვჭირდება”, – თქვა პრეზიდენტმა.

Post navigation

Previous: რატი ბრეგაძე ეკა ხერხეულიძეს: ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გამოიყენებთ რუსულ ტერმინებს, ქართულად გადაძახილი ჰქვია და ყველა პირს, რომელიც გადაძახილში მონაწილეობდა, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა
Next: პუტინი საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო აფრთხილებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.