Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

„წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“- პროექტის ფარგლებში პირველი ადგილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის თანამშრომლობამ მოიპოვა პროექტით – „ინოვატორთა კლუბი- ციფრული კომპეტენციების განვითარება“

მარშალ პრესი 16/07/2024
101

„წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“- პროექტის ფარგლებში პირველი ადგილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის თანამშრომლობამ მოიპოვა პროექტით – „ინოვატორთა კლუბი–ციფრული კომპეტენციების განვითარება“. 

დაჯილდოების ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე ესწრებოდა.

პროექტი პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) მხარდაჭერით გაიმართა.

ყოველწლიური ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასა და წახალისებას.

გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილზე გასული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებიც. 

გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლებმა, პანელური დისკუსიის ფორმატში ამომწურავად ისაუბრეს პროექტის განხორციელების პროცესის შესახებ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ღონისძიების ბოლოს კი თითოეულ მათგანს გადაეცათ სერტიფიკატები და ჯილდოები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას წინა წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობის გამარჯვებულმა, შუახევის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

 

Continue Reading

Previous: მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის
Next: „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025