Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

რუსთავში პირველი ,,ქუჩის ბაზარი“ მოეწყო

მარშალ პრესი 29/05/2022
ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიისა და მეწარმეთა გაერთიანება ”STALL’-ის ორგანიზებით, რუსთავში ქუჩის ბაზარი პირველად მოეწყო.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდობის პარკში განთავსებულ პავილიონებში, საკუთარი ნაწარმის წარმოდგენისა და რეალიზაციის შესაძლებლობა, ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს, ასევე სტარტაპერებს, ორი დღის განმავლობაში ჰქონდათ.

,,მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მათი მხრიდან, ვინც ახლახანს დაიწყო და სტარტაპის პროცესშია, იყო შემოთავაზება, თხოვნა, რომ მუნიციპალიტეტს მათთვის გარკვეული სივრცე მოგვენახა, სადაც საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას შეძლებდნენ. მიხარია, რომ ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციირებით, დღეს მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თითოეულ რუსთაველს გააცნონ ის ნივთები, რომელსაც ძალიან დიდი სიყვარულით ქმნიან“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის ქუჩის ბაზრის მონაწილეთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით მოხდა.

,,პროექტს ადგილობრივი მეწარმეების მხრიდან საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ჩვენ 70-მდე აპლიკაცია მივიღეთ, მათგან 30 შეირჩა და სწორედ მათი მრავალფეროვანი პროდუქციაა დღეს წარმოდგენილი. ჩვენი მთავარი მიზანია, მათ მცირედით მაინც შევუწყოთ ხელი, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესის განვითარების და მომავალში უფრო მეტი წარმატების მიღწევის“, – განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.

ქუჩის ბაზრის ორგანიზების მთავარი მიზანი, ადგილობრივი-ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია და მცირე მეწარმეების ხელშეწყობაა.

Continue Reading

Previous: დღეს, მდინარე იორდანესთან მდებარე მიწის ნაკვეთს საქართველო ოფიციალურად გადმოიბარებს
Next: რატი ბრეგაძე ეკა ხერხეულიძეს: ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გამოიყენებთ რუსულ ტერმინებს, ქართულად გადაძახილი ჰქვია და ყველა პირს, რომელიც გადაძახილში მონაწილეობდა, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025