Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს, მდინარე იორდანესთან მდებარე მიწის ნაკვეთს საქართველო ოფიციალურად გადმოიბარებს

მარშალ პრესი 29/05/2022
ირაკლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაშია. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს – საქართველო იორდანიაში მდებარე მიწის ნაკვეთს ოფიციალურად გადმოიბარებს.

ოფიციალური ღონისძიება დღის მეორე ნახევარში იგეგმება.

მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

ოფიციალურ ღონისძიებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის მეფეს – აბდულა მეორეს შეხვდება.

Post navigation

Previous: მიხეილ სარჯველაძე: ის რომ პოლიტიკოსია ადამიანი ან მედია საშუალების ხელმძღვანელი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ინდულგენცია აქვს და მისი მსჯავრდება არ შეიძლება
Next: რუსთავში პირველი ,,ქუჩის ბაზარი“ მოეწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.