Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც პოლიტიკური ძალადობა კულმინაციას აღწევს, ის პოლიტიკა აუცილებლად იცვლება. დღეს დასავლეთი ამ რეალობის წინაშე დგას

მარშალ პრესი 14/07/2024
tamar chiburdanidze

დგას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმიანება. ლიბერალური ფაშიზმი კლავს, როგორც იდეოლოგიით, ასევე ტყვიით,“- ასე აფასებს თამარ ჩიბურდანიძე ტრამპზე თავდასხმას და სლოვაკეთის პრემიერ – მინისტრზე თავდასხმასაც იხსენებს. ჩიბურდანიძეს თქმით, საარჩევნო ბრძოლა ამერიკაში დაუნდობელი იქნება ამაზე კი, განვითარებული მოვლენები მეტყველებს. ჩიბურდანიძის თქმით, მაშინ როდესაც დემოკრატიის ასეთი დარღვევაა ამერიკაში, მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტია საქართველოზე საუბარი. “ლიბერალური ფაშიზმი კლავს, როგორც იდეოლოგიით, ასევე ტყვიით და ეს უკვე რამდენჯერმე ვიხილეთ. გუშინ ფიცოს, დღეს კი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა თანამედროვე პოლიტიკის კრახია. დასავლური პოლიტიკა ჩიხშია და ამ ჩიხიდან გამოსვლას არსებული პოლიტიკის მესვეურები ვერ შეძლებენ. როდესაც პოლიტიკური ძალადობა კულმინაციას აღწევს, ის პოლიტიკა აუცილებლად იცვლება. დღეს დასავლეთი ამ რეალობის წინაშე დგას.

რესპუბლიკელების მოტივაციას რომ დავუმატოთ ტრამპის მკვლელობის მცდელობით გამოწვეული სიბრაზე, ადვილი მისახვედრია, თუ რამდენად დაუნდობელი ბრძოლა იქნება ამერიკაში საარჩევნოდ. დღეს ამერიკა გლობალური პოლიტიკის ცვლილებების ეპიცენტრია. ამერიკის სამაგალითო დემოკრატია ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს: წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მასშტაბური გაყალბების ბრალდება, შემდეგ სასამართლო პროცესები და მეტოქის გზიდან ჩამოცილების მცდელობა, დღეს უკვე ეს შემზარავი ფაქტი.. როდესაც საკუთარი ქვეყანაში ყველაფერი რიგზე არ არის, უფრო მეტიც, დემოკრატიის ასეთ მარცხს ვხედავთ, ჩვენზე ნუ ექნებათ პრეტენზიები. საქართველო ნამდვილად სამაგალითოა დღეს დემოკრატიის პრინციპების დაცვის, სიტყვის და არჩევანის თავისუფლების კუთხით. გადარჩენას ვულოცავთ პრეზიდენტობის კანდიდატს – დონალდ ტრამპს. ამერიკელ ხალხს კი, მშვიდობას და ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოში არჩევნების ჩატარებას ვუსურვებთ,“-წერს ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ ჭადრაკში პაიკად გამოყენება სურს, რომელიც მეფის დაცვას უნდა შეეწიროს?
Next: აუცილებელია გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომ პირველ რიგში, ლიბერალების რადიკალიზმი დასრულდეს და დასავლური დონორებისგან წახალისებული ძალადობა წარსულს ჩაბარდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.