Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ ჭადრაკში პაიკად გამოყენება სურს, რომელიც მეფის დაცვას უნდა შეეწიროს?

მარშალ პრესი 14/07/2024
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხასმას ეხმიანება. დეპუტატის თქმით, „გლობალური ომის პარტია“ მოწინააღმდეგის გასაჩუმებლად ყველა ხერხს მიმართავს და ამის მაგალითია – დონალდ ტრამპზე თავდასხმაც. სეფაშვილის თქმით, ტრამპზე თავდასხმის შემდეგ გასაგებია, რომ საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ თამაშში ქვეყნის გამოყენება – „გლობალური ომის პარტიის“ მიზანია.

„გლობალური ომის პარტია ყოვლად გაუგონარ მეთოდებს მიმართავს მოწინააღმდეგეების გასაჩუმებლად! კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ ჭადრაკში პაიკად გამოყენება სურთ, რომელიც მეფის დაცვას უნდა შეეწიროს? XXI საუკუნეში მიუღებელია ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაშიც და ევროპაშიც! სოლიდარობას ვუცხადებ და ჯანმრთელობას ვუსურვებ დონალდ ტრამპს. იმედია, დემოკრატიული ძალები ამერიკაშიც და ევროპაშიც ძალებს მოიკრებენ და რეალურად ღირებული ფასეულობების დაცვას შეძლებენ.“- წერს ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: გუშინ ერთ-ერთი “მიუკერძოებელი არბიტრი” NDI-ს სახით, ქართული ლიბერალური ფაშიზმის პარტიულ წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებდა, ხოლო წინასაარჩევნოდ აუცილებლად გაგვანებივრებენ მორიგი გაყალბებული ფეიკ-გამოკითხვებით
Next: როდესაც პოლიტიკური ძალადობა კულმინაციას აღწევს, ის პოლიტიკა აუცილებლად იცვლება. დღეს დასავლეთი ამ რეალობის წინაშე დგას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.