Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს

მარშალ პრესი 14/07/2024
irakli kobakhidze

ღრმად შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს და ჩვენ მის ყველანაირ ფორმას ვგმობთ. პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას. ჩემი ფიქრები ახლა მისი და მისი ოჯახის გვერდითაა. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად“, – წერს ირაკლი კობახიძე.

პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.

დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.

„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.

Post navigation

Previous: დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადეს
Next: ამ პირობებში, როცა დუღს მსოფლიო, ჩვენი ხელისუფლება ინარჩუნებს სიმშვიდეს და სტაბილურ განვითარებას, აი სად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის პრაგმატული, სახელმწიფოებრივი აზროვნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.