Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ პირობებში, როცა დუღს მსოფლიო, ჩვენი ხელისუფლება ინარჩუნებს სიმშვიდეს და სტაბილურ განვითარებას, აი სად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის პრაგმატული, სახელმწიფოებრივი აზროვნება

მარშალ პრესი 14/07/2024
nino pochkhua

შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან ჩვენთან დემოკრატიის გადასარჩენად. რომელი დემოკრატიის, რომელიც ჩვენთან უმაღლეს ნიშნულზეა, როცა ამ ტურბულენტურ სამყაროში სტაბილურად ვითარდება ქვეყანა და ეკონომიკა წინ მიიწევს, როცა ოპოზიციას არავინ ერჩის, მიუხედავად მათი გაუგონარი მოქმედებისა, როცა ყველა ოპოზიციური მედია შეუზღუდავად მუშაობს? – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, როდესაც მსოფლიო დუღს, საქართველოში მმართველი გუნდი ახერხებს სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, რაც ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” პრაგმატული, სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია.

“ყვავის დემოკრატია ამერიკაში. ასეთი რამ კენედის მკვლელობის შემდეგ, არ ახსოვს ამ ქვეყანას, მაშინაც ძალიან გაუჭირდა იქაურ ჩრდილოვან მმართველობას და დღესაც ასეა. გრძნობენ დასასრულს.

ამასობაში კი, როცა საკუთარ ქვეყანაში პრეზიდენტობის კანდიდატს თავს ესხმიან, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, იცლიან ჩვენთვის, შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან ჩვენთან დემოკრატიის გადასარჩენად. რომელი დემოკრატიის, რომელიც ჩვენთან უმაღლეს ნიშნულზეა, როცა ამ ტურბულენტურ სამყაროში სტაბილურად ვითარდება ქვეყანა და ეკონომიკა წინ მიიწევს, როცა ოპოზიციას არავინ ერჩის, მიუხედავად მათი გაუგონარი მოქმედებისა, როცა ყველა ოპოზიციური მედია შეუზღუდავად მუშაობს? და ა.შ. და ა.შ. ახლა უკვე ყველაფერი ხელს გულზე დევს. ამ პირობებში, როცა დუღს მსოფლიო, ჩვენი ხელისუფლება ინარჩუნებს სიმშვიდეს და სტაბილურ განვითარებას, მადლიერები უნდა ვიყოთ. აი სად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის პრაგმატული, სახელმწიფოებრივი აზროვნება. ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, რაც გვეგონა! ჩვენი ქვეყანა გადარჩება და გააგრძელებს წინსვლას!” – წერს ფოჩხუა.

Post navigation

Previous: შოკირებული ვარ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით – ძალადობას პოლიტიკაში ადგილი არ აქვს
Next: NDI უკვე არა თუ უხეშად და უტიფრადაა ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ რეალურად ოპოზიციის საწვრთნელ ბაზად ჩამოყალიბდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.