Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინზე: მან ჩამოაყალიბა სახელმწიფო, სადაც არავის შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები, მნიშვნელობა არ აქვს, გამოგზავნის თუ არა დელეგაციას, ეს ხალხი არაფერს ნიშნავს

მარშალ პრესი 28/05/2022
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან გაიმართება. ამის შესახებ მან ჰოლანდიურ ტელეარხ Nieuwsuur-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მან ჩამოაყალიბა სახელმწიფო, სადაც არავის შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები. მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მათი საგარეო საქმეთა მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს, გამოგზავნის თუ არა დელეგაციას ჩვენთან. ეს ხალხი არაფერს ნიშნავს.

საკითხი მდგომარეობს იმაში, რა ფასად და როდის. ჩემთვის გამარჯვება ნიშნავს ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნებას. არ მგონია, რომ შევძლებთ სამხედრო გზით დავიბრუნოთ ყველა ტერიტორია. თუ გადავწყვეტთ ამის გაკეთებას, ეს ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე დაგვიჯდება. თითოეულ უკრაინელს სურს დონბასისა და ყირიმის დაბრუნება. ვფიქრობ, უნდა დავუბრუნდეთ, თუნდაც 24 თებერვლამდე არსებულ ვითარებას, მაშინ შესაძლებელი იქნება საუბარი დიპლომატიური გზით ჩვენი ტერიტორიების აღდგენაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Post navigation

Previous: თამარ გოგაძე: მოლოდინი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა რუსთავის საკრებულოს ბიუროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხები დაბლოკა
Next: გუკა რჩეულიშვილი – ერთი დავით აღმაშენებელის დედაც მოვტ@ან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.