Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ გოგაძე: მოლოდინი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა რუსთავის საკრებულოს ბიუროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხები დაბლოკა

მარშალ პრესი 28/05/2022
თამარ გოგაძე

მოლოდინი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბიუროზე საკითხები დაიბლოკა, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ გოგაძემ.

იგი რუსთავის საკრებულოს მიერ მერის ინიციატივით წარდგენილი პროექტების დაფინანსების ჩაგდების საკითხს გამოეხმაურა.

„ვფიქრობდით, ისეთი საკითხები იყო, რომელიც ქალაქის მოსახლეობისთვის, სტუდენტებისთვის, შშმ პირებისა და სოციალურად დაუცველობისთვის უმნიშვნელოვანესია და ბიუროზე ამ საკითხებს პრობლემები არ შეექმნებოდა. ამის მოლოდინი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბიუროზე საკითხები დაიბლოკა და საკრებულოს სხდომისთვის აღარ შემოვიდა“, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ გოგაძემ.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს.

Continue Reading

Previous: ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ფედერალურ კანონს მოაწერა ხელი
Next: ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინზე: მან ჩამოაყალიბა სახელმწიფო, სადაც არავის შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები, მნიშვნელობა არ აქვს, გამოგზავნის თუ არა დელეგაციას, ეს ხალხი არაფერს ნიშნავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025