Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, ეს როდის მოხდება

მარშალ პრესი 10/07/2024
jens stoltenbergi

ნატო-ს ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, როდის მოხდება ეს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, ნატო-ს 75-ე სამიტზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას.

„ნატო-ს რომელიმე მოკავშირის წინააღმდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან გარდაუვალ სამხედრო საფრთხეს. რუსეთი სრულად არის დაკავებული უკრაინის წინააღმდეგ ომით. გადაიყვანა დიდი რაოდენობით ჯარი ფინეთის სასაზღვრო მონაკვეთიდან უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ კიბერთავდასხმების, საბოტაჟის მუდმივ საფრთხეს, სხვადასხვა სახის მტრულ მოქმედებას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ. აქტიურად ვაკვირდებით, რას აკეთებს რუსეთი და ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ახალ შესაძლებლობებში ინვესტიციებს დებენ. ახალი წევრის მოსაწვევად კონსენსუსი გვჭირდება. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია თქმა, როდის მოხდება ეს. უკრაინა სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამას კონკრეტული მოქმედებებით ვაკეთებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

Post navigation

Previous: დიდი პატივია მონაწილეობა ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ჯო ბაიდენის სახელით იმართება, მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი
Next: საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და სწრფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.