Skip to content
10/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიდი პატივია მონაწილეობა ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ჯო ბაიდენის სახელით იმართება, მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი

მარშალ პრესი 10/07/2024
ilia darchiashvili

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გაიმართა.

საზეიმო მიღებაში მონაწილეობდნენ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები და ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნულ ღონისძიებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის სახელით იმართება. მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი“, – წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: სკანდალი ახლადგახსნილ TV 24-ში – ნანა ლეჟავა არხიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს
Next: ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ ჯერ ნაადრევია თქმა, ეს როდის მოხდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025