Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, ლარის კურსის მხრივ, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ბოლო პერიოდში გამყარების ტენდენცია შეინიშნება – “თიბისი კაპიტალი”

მარშალ პრესი 10/07/2024
tbc

ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება. კერძოდ, აპრილში 11.4%-ით და მაისში 9.2%-ით მატების შემდეგ, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ივნისში ზრდა ორნიშნა იქნება და შედარებითი ნორმალიზება მხოლოდ სამომავლოდ იქნება თვალსაჩინო, – ამის შესახებ საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია “თიბისი კაპიტალის” მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია ნათქვამი.

ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. ყურადღება გამახვილებულია ძლიერ ტურისტულ ნაკადზე, ბოლო პერიოდში მიგრაციის ეფექტის სტაბილურობაზე და ლარის კურსის გამყარების ტენდენციაზე. როგორც კომპანიის მიმოხილვიდან ხდება ცნობილი, საგადამხდელო ბალანსის მიხედვით, გზავნილების ანალიტიკური შეფასება, გასულ წელთან შედარებით, მზარდ დინამიკას აჩვენებს. გარდა ამისა, პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა 5%-ით განისაზღვრა, რაც ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია. “მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა ეკონომიკის მაღალი ზრდა ივნისშიც ნარჩუნდება.

კერძოდ, აპრილში 11.4%-ით და მაისში 9.2%-ით მატების შემდეგ, თიბისის არხებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ივნისში ზრდა ორნიშნა იქნება და შედარებითი ნორმალიზება მხოლოდ სამომავლოდ იქნება თვალსაჩინო. ძალზედ ძლიერია ტურისტული შემოდინებები, მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში დიდწილად სტაბილურია. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადამხდელო ბალანსის მიხედვით, გზავნილების ანალიტიკური შეფასება, განსხვავებით მხოლოდ სწრაფი ფულადი გზავნილების სტატისტიკისაგან, გასულ წელთან შედარებით მზარდ დინამიკას აჩვენებს. პირველი კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა 5%-ით განისაზღვრა, რაც, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, 2.7%-ის შესაბამისია და ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია.

ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალშიც სულ მცირე ანალოგიური დინამიკა დაფიქსირდება. ლარის კურსის მხრივ, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ბოლო პერიოდში გამყარების ტენდენცია შეინიშნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, საბაზო სცენარი უფრო ნეიტრალურია. საკუთრივ, წმინდა სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა, ტრადიციულად, გაცვლით კურსზე სენტიმენტები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსის მხრივ, შეფასება ასევე დიდწილად ნეიტრალურია, მიუხედავად იმისა, რომ თურქული ლირა კვლავ გაუფასურდა. ევრო-დოლარის წყვილის კუთხით კი, მართალია ე.წ. საშუალოვადიან ინდიკატორებზე დაყრდნობით, თუმცა, ევროს გამყარება მაინც საბაზო სცენარად განიხილება.” – აღნიშნულია მიმოხილვაში.

წყარო იხილეთ ბმულზე:

Continue Reading

Previous: საქართველოსა და ირლანდიას შორის გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025