Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოსა და ირლანდიას შორის გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

მარშალ პრესი 10/07/2024
100

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიების, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.

ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უკვე დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც აღიარებულია ირლანდიის მიერ მართვის მოწმობის გადაცვლის მიზნებისთვის (იხილეთ ბმულზე:).

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირლანდიის მიერ აღიარებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ირლანდიაში (წელიწადში არანაკლებ 185 დღე) შეუძლიათ გადაცვალონ მართვის მოწმობები ონლაინ განაცხადის საფუძველზე ან ეროვნული მართვის მოწმობის სამსახურში (NDLS).

Continue Reading

Previous: პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Next: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, ლარის კურსის მხრივ, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ბოლო პერიოდში გამყარების ტენდენცია შეინიშნება – “თიბისი კაპიტალი”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025