Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ-ს ყოფილი ელჩის კორუფციული ვნებანი – როგორ ლობირებდა გაწუწკებული იან კელი ნიკა რურუას სამშენებლო ბიზნესს – მერიიდან გაძურწული სამარცხვინო ელჩის ისტორია

მარშალ პრესი 28/05/2022
keli
თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“როგორ გაბედა თეა წულუკიანმა და ამერიკის ყოფილ ელჩზე თქვა, საქართველო არ უყვარსო…? თავს დაესხენ, ელჩი ხომ საკრალურია, განსაკუთრებით კი, ამერიკის…
თავად იან კელიმაც უპასუხა, შემდეგ თეა წულუკიანმა ვრცლად, კონკრეტული პრაქტიკული მაგალითები მოიყვანა მისი შეფასების დასტურად. ეს მაგალითები იყო, როგორც იან კელის ელჩობის პერიოდიდან , ასევე მისიის დასრულების შემდგომი საქმიანობიდან. იან კელი, წლებია ყველა პლატფორმიდან ღიად ებრძვის საქართველოს, ვერშემდგარი რევოლუციების ავანგარდშიც გვევლინებოდა, დღეს კი ომში ჩართვისკენ გვიბიძგებს. ეს ყველაფერი ხელისგულზეა და საზოგადოება კარგად ხედავს.
მე მინდა გავიხსენო ერთი საქმე, სადაც ასევე მკაფიოდ გამოიხატება იან კელის დამოკიდებულებები ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში, საბურთალოს მოსახლეობასთან ერთად შევაჩერე კიდევ ერთი ურბანული ვანდალიზმი, უკანონო მშენებლობა იპოდრომის მიმდებარედ, რომელიც ეკუთვნოდა ჟორიკა რურუას. ამ უკანასკნელს, შენიღბისთვის პარტნიორად ყავდა ამერიკის მოქალაქე(სეტ ედვარდ ბლეი ჩარი), რომელიც არც დეველოპერი იყო და არც ბიზნესმენი, ის იყო იაფფასიანი მსახიობი და ასრულებდა შირმის ფუნქციას. ჟორიკა რურუას და ნაცმოძრაობის შეუამდგომლობით, ამერიკის ელჩი იან კელი პირადად ლობირებდა უკანონო მშენებლობას, ის არა ერთხელ იმყოფებოდა თბილისის მერიაში და ითხოვდა სამშენებლო ნებართვის გაცემას. (დაადასტურებენ 2014-2017 პერიოდის მერიის ხელმძღვანელი პირები). ამის გაგება ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის. მოსახლეობასთან ერთად საჯაროდ და წერილობითაც მივმართეთ საელჩოს კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით, შევხვდით ეკონომიკურ საკითხებში ელჩის წარმომადგენელსაც მაგრამ, იან კელი, რურუას და ნაცმოძრაობის ინტერესებს იცავდა და არა მოსახლეობის. საბედნიეროდ, სამართლებრივი გზებით შევძლელით დროებით შეჩერება და ამასობაში კელის მისიის ვადაც ამოიწურა. ესე დასრულდა ელჩის მხრიდან მრავალმილიონიანი მშენებლობის ლობირების ისტორია…
რას იტყვიან ფსევდო ლიბერალები, სიტყვის თავისუფლებას რომ ქადაგებენ მაგრამ, ამერიკის ელჩის ნათქვამის თუ საქმიანობის შეფასებას რომ გვიკრძალავენ, ესეც ცალმხრივად, გვარამიასთვის ელჩების გინებაც ხომ მოსულა…!?
ჩვენ გვეძახიან საბჭოთა გადმონაშთებს, სინამდვილეში თვითონ არიან საბჭოურ-კოლონიალისტურ აზროვნებაში ჩარჩენილები… არ შეიძლება, რომელიმე ქვეყნის ელჩის საკრალიზაცია. როცა ნათელია რომ ამა თუ იმ დიპლომატის საქმიანობა წინააღმდეგობაშია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, უნდა ითქვას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!
P.S. მოსახლეობის ბრძოლა დღემდე გრძელდება, იმედი მაქვს მერია გადაარჩენს უმნიშვნელოვანეს სივრცეს იპოდრომის მიმდებარედ.” – წერს შაქარაშვილი

Continue Reading

Previous: ნინო ლაცაბიძე: საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს
Next: თავის მომკვდარუნება გრძელდება – ნაცებმა უცხოურ პრესაში შეკვეთილი სტატიების ბეჭდვა დაიწყეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025