Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება

მარშალ პრესი 07/07/2024
kir stamer

დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება. ამის შესახებ განცხადება სტარმერმა მედიისთვის გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ბრიტანეთის მთავრობის ახალი მეთაურის თქმით, მან უკვე გამართა მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რა დროსაც, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხიც განიხილებოდა.

სტარმერის თქმით, მომავალ კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ის დიდი ბრიტანეთის მხრიდან ნატო-ს მხარდაჭერას დააფიქსირებს.

მანამდე კი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ედინბურგში ჩავა, სადაც შოტლანდიის მთავრობის ხელმძღვანელებს შეხვდება.

Post navigation

Previous: დიდი ხანია, პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და გლობალური პროექტის ნაწილია
Next: მე ვარ ის, ვინც შექმნა ნატო, მომავალი და ის, ვინც პუტინი გააჩერა – ჯო ბაიდენი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.