Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიდი ხანია, პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და გლობალური პროექტის ნაწილია

მარშალ პრესი 07/07/2024
irakli qadagishvili

დიდი ხანია, პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და გლობალური პროექტის ნაწილია, მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ისაა, რომ ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიღაცებს სურთ, ფარული ფულით ქართულ პოლიტიკაში მიზნებს მიაღწიონ.

„მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ერთი რამეა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა და ამ ქვეყანაში უკრაინიზაცია არ მოხდა. დანარჩენი, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრძოლაა. საქართველოს პრეზიდენტი, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და არის ამ რაღაც გლობალური პროექტის ნაწილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს არცერთი პრინციპით უკან არაფერზე დაუხევია. ის, რომ გამჭვირვალობა ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ვიღაცას მართლა სურს, ფარული ფულით ქართულ პოლიტიკაში მიზნებს მიაღწიოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ავტორი – თეონა მაჭარაშვილი

Post navigation

Previous: ჩვენს გმირ ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანა გააერთიანეს, აბულინგებენ – „ნაციონალური მოძრაობა“ რის „ნაციონალური მოძრაობაა“, თუ ფსკერზე არ დაეშვა და ასეთ დროსაც არ იკადრა უკადრებელი
Next: დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.