Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა – The New York Times

მარშალ პრესი 05/07/2024
jo baideni

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ მას სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ შეხვედრის მონაწილე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილე პირების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან უნდა შეამციროს სამუშაო საათები, მათ შორის, თავი აარიდოს 20:00 საათის შემდეგ აქტივობებს, რადგან მეტი ძილი სჭირდება.

ამასთან, ჯო ბაიდენმა გუბერნატორებს განუცხადა, რომ ის საპრეზიდენტო რბოლაში რჩება.

მანამდე „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, შეშფოთება გამოითქვა პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და მის პოლიტიკურ სიცოცხლიუნარიანობასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთ-ერთმა გუბერნატორმა ბაიდენს მისი ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა ხეზე დაკაკუნებით აღნიშნა, რომ ჯანმრთელად არის.

Post navigation

Previous: მდინარე ქსანზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია 5 აგვისტოს დასრულდება
Next: დავით ზალკალიანი: ენტონი ბლინკენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.