Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ინფრასტრუქტურა

მდინარე ქსანზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია 5 აგვისტოს დასრულდება

მარშალ პრესი 05/07/2024
ksani

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.

„5 ივნისიდან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში. აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს 5 აგვისტოს ჩათვლით.

პროექტის ფარგლებში ხიდის შუალედური ბურჯების შეკეთება უკვე დასრულებულია. სამუშაოები აქტიურად მიმდინარებს მალის ნაშენზე და ხიდის სავალ ნაწილზე, სადაც დღეს დასრულდება ბეტონის ახალი ფილის მოწყობა. ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მისაღებად საჭიროა 10-14 დღე, რის შემდეგაც დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. იგივე სამუშაოები ჩატარდება გზის მეორე ზოლზეც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მგზავრებს გადაუდებელი სამუშაოების წარმოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

Post navigation

Previous: ამ არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა – რიში სუნაკმა დამარცხება აღიარა
Next: ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა – The New York Times

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.