Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვინც სიძულვილის კამპანიით და ზიზღით გადის არჩევნებზე, ყველა განწირულია დამარცხებისთვის

მარშალ პრესი 05/07/2024
archil talakvadze

ვინც სიძულვილის კამპანიით და ზიზღით გადის არჩევნებზე, ყველა განწირულია დამარცხებისთვის. ამ არჩევნებშიც ევროპული მომავლის, უკეთესი მომავლის, უფრო ძლიერი საქართველოს გარანტია კვლავ იქნება ჩვენი საზოგადოება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ვინც სიძულვილის კამპანიით და ზიზღით გადის არჩევნებზე, ყველა განწირულია დამარცხებისთვის. ჩვენი მოქალაქეები არ აირჩევენ ზიზღს და სიძულვილს, ისეთ მომავალს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, რომ ფეხბურთის ნაკრებშიც კი დაპირისპირება შეიტანონ. არ აირჩევენ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც მადლობის გადაკეთება უნდათ, რაც საქართველოსთვის ფუნდამენტურია. მე მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ არჩევნებშიც ევროპული მომავლის, უკეთესი მომავლის, უფრო ძლიერი საქართველოს გარანტია კვლავ იქნება ჩვენი საზოგადოება და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. სამწუხაროდ საქართველოს დღეს ჰყავს ოპოზიციის ისეთი დიდი ნაწილი, რომელიც ვერ ეგუება თავის საზოგადოებასთან თანაცხოვრებას ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე და ხელისუფლებაში მოსვლა უნდა არჩევნების გვერდის ავლით და ეს ვერ მოხდება. ვინც წავა ანტიდემოკრატიული გზით, ამ ადამიანებს ბევრ არჩევნებში – 2012 -ში და შემდეგაც, მიუჩინა ადგილი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

Continue Reading

Previous: ეს შეწირულობა ბიძინა ივანიშვილს ფეხბურთელებისთვის რომ არ გაეკეთებინა, მაშინ გენახათ თქვენ რა ატყდებოდა სოციალურ ქსელში: „ეს რა გააკეთა“, „რატომ არ დააჯილდოვა“, „დაენანა“.
Next: სამწუხაროდ ზიზღის და სიძულვილის კამპანია გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან გრძელდება და დიმა ობოლაძის მაგალითი იყო კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025