Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს შეწირულობა ბიძინა ივანიშვილს ფეხბურთელებისთვის რომ არ გაეკეთებინა, მაშინ გენახათ თქვენ რა ატყდებოდა სოციალურ ქსელში: „ეს რა გააკეთა“, „რატომ არ დააჯილდოვა“, „დაენანა“.

მარშალ პრესი 05/07/2024
lela razikashvili1

ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ვიცნობდით სახეზე და არ ვიცოდით სად არსებობდა, ოთხმოცდაათიანებში იმდენ რამეს აკეთებდა. ბიძინა ივანიშვილის ამ საქმეს ძალიან კარგად უპასუხეს თვითონ ფეხბურთელებმა. არა იმისისთვის არის გასადიდებელი რატომ გააკეთა, რატომ არ აკეთებს სხვა ამას, – გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა ეროვნული ნაკრებისთვის ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი „ქართუსგან“ გადაცემულ ჯილდოზე ისაუბრა.

„ეს ხომ საერთო სიხარულია, საერთო აღმაფრენამ გაგვაერთიანა და ამაში ჩვენც ხომ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რაც შეგვიძლია. ჩვენ მოდით ვთქვათ ასე, რატომ სხვა არ აკეთებს ამას. ეს შეწირულობა რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაეკეთებინა, მაშინ გენახათ თქვენ, რა ატყდებოდა სოციალურ ქსელში, „ეს რა გააკეთა“, „რატომ არ დააჯილდოვა“, „დაენანა“. ყოველთვის მოძებნიან ადამიანები, რომ თავიანთი უარყოფითი განწყობა რაღაცით გამოკვებონ. ეს ნუ გაგვიკვირდება. თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ძირითადი გუნდი, საქართველო შეკრული ვართ, მაგრამ ყოველთვის არსებობს ადამიანი თავისი აზრისა და განწყობის. აღქმების საუკუნეაო, ამბობენ. ფაქტს არ აღიარებს ადამიანი და თავის აღქმას მიჰყვება. ვაპატიოთ მათაც და თავად მოჰკითხონ საკუთარ თავს თავიანთი პრობლემა“, – აღნიშნა რაზიკაშვილმა.

Continue Reading

Previous: პეტრე კოლხი ფეხბურთელებს მორალს უკითხავს
Next: ვინც სიძულვილის კამპანიით და ზიზღით გადის არჩევნებზე, ყველა განწირულია დამარცხებისთვის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025