Skip to content
18/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რატი ბრეგაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა – თქვენ არ გაინტერესებთ პატიმრების მდგომარეობა, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი

მარშალ პრესი 27/05/2022
რატი ბრეგაძე

თქვენ არ გაინტერესებთ პატიმრების მდგომარეობა, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვას, რომელიც მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობას ეხებოდა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ინტერპელაციის კითხვა დაისვა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც პენიტენციურ სამსახურში ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კუთხით, თუმცა, კითხვის დაზუსტებისას დეპუტატი მხოლოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით დაინტერესდა.

რატი ბრეგაძემ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე დეტალურად ისაუბრა.

„დღესდღეობით პენიტენციურ დაწესებულებებში გვაქვს 10 525 სტანდარტის შესაბამისი ადგილი, სადაც განთავსებულია 9 430 მსჯავრდებული. შესაბამისად, ყველა სტანდარტი არის დაცული. ახალი სტანდარტის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული 48 მენიუ შემუშავდა პატიმრებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, ყველა დაწესებულებაში მოქმედებენ პირველადი ჯანდაცვის გუნდები და 2021 წელს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილ იქნა 5 522 პატიმარი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები – ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის ელიმინაციის და სხვა. მისივე თქმით, ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ფსიქიატრის კონსულტაცია, რამაც შესაძლებელი გახადა 700-მდე პატიმრის გამოყვანა სუიციდური კრიზისიდან.

„2011 წელს გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა იყო 144, დღეს ეს მონაცემი ზუსტად შვიდჯერ არის შემცირებული. სამწუხაროდ, 2021 წელს გარდაცვლილი იყო 20 პატიმარი, აქედან 12 – სამოქალაქო კლინიკაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მილოცვა მიიღო
Next: ნანა კაკაბაძე – ე. წ. მანიფესტის პუნქტები მისი ავტორებისათვის მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოპოვების და ხალხის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.