Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მილოცვა მიიღო

მარშალ პრესი 27/05/2022
რომან გოლოჩევნკო

ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, ბელარუსის პრემიერი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებულ პოტენციალს.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, კულტურისა და განათლების სფეროში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პირადი მხარდაჭერით, ასევე ბელარუს-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობის შედეგად, ჩვენი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – ნათქვამია რომან გოლოვჩენკოს მილოცვაში.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს

Continue Reading

Previous: რატი ბრეგაძე – მსჯავრდებული სააკაშვილი როდესაც შიმშილობდა, არ მახსენდება „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრის მოწოდება, რომ მას შიმშილობა შეეწყვიტა
Next: რატი ბრეგაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა – თქვენ არ გაინტერესებთ პატიმრების მდგომარეობა, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025