Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეუთოს რეზოლუცია და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და მთლიანად სახელისუფლებო გუნდი, ამ ბრძოლაშიც მარტოა, ყოველგვარი ოპოზიციური სპექტრის გარეშე

მარშალ პრესი 04/07/2024
tamta megrelishvili

„რუსეთი არის ოკუპანტი და ეს ყველა დონეზე, ყოველთვის ამ სახით უნდა აღვნიშნოთ და ავსახოთ სამართლებრივ დოკუმენტებში,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა. მისივე თქმით, ეუთოს რეზოლუციის შინაარსი არა მხოლოდ სახელისუფლებო გუნდისთვის, არამედ პოლიტიკაში მყოფი ყველა პირისთვის, მათ შორის ოპოზიციური სპექტრისთვის სილის გაწვნაა, რაზეც პასუხი ამ დრომდე ოპოზიციის მხრიდან არ ყოფილა.

„ეუთოს რეზოლუცია – ეს არის ფაქტობრივად არაღიარების პოლიტიკა. რუსეთი არის ოკუპანტი და ეს ყველა დონეზე, ყოველთვის ამ სახით უნდა ავსახოთ სამართლებრივ დოკუმენტებში. სამწუხაროდ ეუთოს რეზოლუცია ამ საკითხზე უარს ამბობს.

გვითხრეს, რომ ოკუპაციის თემა არ იქნება შეტანილი რეზოლუციაში. ეუთოში ქართული დელეგაცია სიმცირიდან გამომდინარე რეზოლუციის მიღებას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ეუთოს რეზოლუციის შინაარსი ქართული მხარისთვის, სახელისუფლებო გუნდისთვის, პოლიტიკურ ველზე მყოფი ყველა პირისთვის, მათ შორის ოპოზიციური სპექტრისთვის სილის გაწვნაა. სამწუხაროა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია დუმილს ინარჩუნებს და მათი მხრიდან არცერთი წონადი განცხადება არ გაკეთებულა. ეს არის კიდევ ერთი ღალატი, „ნაციონალური მოძრაობის“ და მთლიანად ოპოზიციური სპექტრის. ეს არც კი მიკვირს, მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც აღიარა, რომ თურმე ცხინვალში საბრძოლო მოქმედებები ქართულმა ჯარმა დაიწყო. ეუთოს რეზოლუცია და შემდგომ განვითარებული მოვლენები კიდევ დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და მთლიანად სახელისუფლებო გუნდი, ამ ბრძოლაშიც მარტოა, ყოველგვარი ოპოზიციური სპექტრის დახმარების გარეშე, “ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: მოსკოვის წინადადებამ, შეიძლება, დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად
Next: აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს. დროა 33-წლიანი პარტნიორული ურთიერთობა კონკრეტულ შედეგებზე იყოს გათვლილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.