Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

მოსკოვის წინადადებამ, შეიძლება, დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად

მარშალ პრესი 04/07/2024
putini

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის წინადადებამ, შეიძლება, დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, მზად არის გაითვალისწინოს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრების ინიციატივები კონფლიქტის დასასრულებლად.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების უსაფრთხოება ორგანიზაციის მუშაობის პრიორიტეტად რჩება.

„სწორედ ამისკენ არის მიმართული დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ორგანიზაციის რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურის უნივერსალურ ცენტრად გარდაქმნის შესახებ, რომელიც უპასუხებს უსაფრთხოების საფრთხეების სრულ სპექტრს. რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორობას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ ეს ურთიერთქმედება თანდათან ვითარდება თანასწორობის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებით, კულტურული და ცივილიზაციური მრავალფეროვნების პატივისცემით, უსაფრთხოების აქტუალური საკითხების კოლეგიალური გადაწყვეტილებების ძიებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

Post navigation

Previous: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს
Next: ეუთოს რეზოლუცია და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და მთლიანად სახელისუფლებო გუნდი, ამ ბრძოლაშიც მარტოა, ყოველგვარი ოპოზიციური სპექტრის გარეშე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.