Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ინიციატივა – ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, რეზოლუციაში არ გაითვალისწინეს – სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას

მარშალ პრესი 03/07/2024
tamta megrelishvili

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა. საქართველოს ინიციატივა – ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

მისივე თქმით, საქართველო დაკარგულს მშვიდობით დაიბრუნებს, მანამდე კი ყველა საერთაშორისო ტრიბუნა იქნება გამოყენებული, რათა ღირსებით იყოს აქცენტი გაკეთებული ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე, როგორც – პირველადზე.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა.

საქართველოს ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

მართალია საქართველოს ხმა გადამწყვეტი არ არის, რადგან ვართ პატარა ქვეყანა, გვყავს ძალიან პატარა დელეგაცია და ლოგიკურია, ვიქნებით უმცირესობაში, მაგრამ ეროვნული ღირსებითა და ამბიციით, საქართველო, როგორც სახელმწიფო, საკუთარ პოზიციას თავაწეული დააფიქსირებს.

მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას! ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ დაკარგულს!

მანამდე კი ყველა საერთაშორისო ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ ღირსებით ვისაუბროთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე, როგორც პირველადზე.“- წერს მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: ყველას როდი გაუხარდა ის შედეგი, რაც ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2024-ზე აჩვენა. მათ ნაკრების ფიასკო უფრო გაუხარდებოდათ, რომ მერე ესეც საკუთარი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ
Next: ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები, ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირისკენ წინსვლას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025